კონდიციონერის ძირითადი შემადგენლები:

  1. კომპრესორი — კომპრესორის მეშვეობით ხორციელდება მაცივარაგენტის მიმოქცევა კონდიციონერის კონტურში.
  2. კონდენსატორი — რადიატორი, რომელიც მდებარეობს გარე ბლოკში. სახელწოდება ასახავს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს კონდიციონერის მუშაობისას — ხდება ფრეონის გადასვლა აირის მდგომარეობიდან თხევად ფაზაში (კონდენსაცია). მაღალი ეფექტურობისათვის და ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის უპირატესად მას ამზადებენ სპილენძისგან და ალუმინსგან.
  3. ამაორთქლებელი — რადიატორი, რომელიც მდებარეობს შიდა ბლოკში. ამაორთქლებელში ფრეონი გადადის თხევადი ფაზიდან აიროვანში (აორთქლება). ასევე ძირითადად მას ამზადებენ სპილენძისგან და ალუმინისგან.
  4. თერმორეგულირებადი სარქველი — მილსადენური დროსელი, რომელიც ამცირებს ფრეონის წნევას ამაორთქლებელში მისვლამდე.
  5. ვენტილატორი — ქმნის ჰაერის ნაკადს, რომელიც უზრუნველყოფს სითბური ენერგიის მიმოქცევას კონდენსატორის/ამაორთლებლის და გარემოს ჰაერის შორის.