კონდიციონერების გაუმართაობის წარმოშობის ძირითადი მიზეზები

კონდიციონერი მყარად შემოსულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრს ვერც წარმოუდგენია არსებობა ამ მოწყობილობის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ოთახში, ოფისსა და ავტომობილში კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას. გარდა ამისა, არის სიტუაციები (ძირითადად, საწარმოებში, მაგალითად სასერვერო ოთახებში), როცა კონდიციონერის არარსებობა წარმოუდგენელია! მაგრამ ტექნიკა მარადიული არ არის, ასე რომ კონდიციონერის გაუმართაობისგან დაზღვეული არავინ არ არის.

90-ნი წლების დასაწყისში, როცა კლიმატური ტექნიკა პოპულარიზაციას განიცდიდა, კონდიციონერის რესურსი, მოდელის, სიმძლავრის და ექსპლუატაციის და მიხედვით შეადგენდა 7-12 წელს. და რას გვიჩვენებს პრაქტიკა?  ზოგიერთმა მომხმარებელმა 8 წლის განმავლობაში უკვე ორჯერ შეცვალა შეძენილი მოწყობილობა. რატომ?

თუ გამოვრიცხავთ ქარხნული წუნის მცირე შემთხვევებსა და ქვეყანაში გაუგებარი წარმოშობის საქონლის შემოტანას, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს გაუმართაობის სამი ძირითადი მიზეზი.

პირველი - შეცდომები პროექტირებისას და მოწყობილობის შერჩევისას. კონდიციონერის სიმძლავრე შეირჩევა კონკრეტული ოთახის პირობებიდან და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. აუცილებელია ფართის და ფანჯრების ორიენტაციის, ადამიანების რაოდენობის, თბოგამომყოფი მოწყობილობების, როგორიც არის საყოფაცხოვრებო და საოფისე ტექნიკა, არსებობის და აგრეთვე ოთახის ზომებისა და ფორმის  გათვალისწინება. სწორედ ამიტომ ოთახი, სადაც დამონტაჟდება კონდიციონერები,  აუცილებლად უნდა ნახოს ტექნიკურმა სპეციალისტმა და განახორციელოს შესაბამისი გათვლები. გარდა ამისა, მან უნდა  შეათანხმოს თქვენთან შიდა და გარე ბლოკების განთავსება და დამაკავშირებელი კომუნიკაციების მარშრუტები. ამ პარამეტრების დაახლოებითი განსაზღვრა რეკომენდირებული არ არის,  რადგან არასწორად შერჩეული ტექნიკა ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას ან იმუშავებს გადატვირთულ რეჟიმში.

მოწყობილობის ხანმოკლე სიცოცხლის მეორე მიზეზია - არაკვალიფიციური მონტაჟი. სპლიტ-სისტემები არ ეკუთვნის «plug and play» (ჩართე როზეტში და იმუშავებს) ტიპის საქონელს. აუცილებელია საკმაოდ რთული ღონისძიებათა კომპლექსის შესრულება, რაც ითხოვს პროფესიონალური უნარებისა და სპეციალური ძვირადღირებული ინსტრუმენტის გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობის დამონტაჟებისას დაშვებული შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ.

მაგალითად, მილების უხარისხო დაერთება აუცილებლად გამოიწვევს ფრეონის გადინებას (გაჟონვას). ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეს სახიფათო არ არის, მაგრამ კონდიციონერის კომპრესორი (რომელიც მოწყობილობის ღირებულების თითქმის ნახევარს შეადგენს) გამოვა მწყობრიდან რამდენიმე კვირაში. დაახლოებით იგივე შედეგი შეიძლება მოიტანოს სისტემის ფრეონით არასაკმარისად დატენვამ, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში კომპრესორის ”ტანჯვა”  უფრო დიდხანს გაგრძელდება, შიძლება ორი-სამი წელიც კი.

თუ კი დამაკავშირებელი მილები გადაჭრილი იქნა ხერხის მეშვეობით, თქვენ კომპრესორის გამოცვალას თავს ვერ აარიდებთ. გამაციებელ კონტურში მოხვედრილი პატარა ნამცეციც კი გარანტირებულად გამოყვანს მწყობრიდან თქვენს დანადგარს. დრენაჟის ტრასის არასწორი გაყვანა გამოიწვევს უამრავ პრობლემას. დახრის არასწორი გათვლის შემთხვევაში, სითხე გავა არა ქუჩაში (ან კანალიზაციაში), არამედ ჩამოიწუწება კედლებზე, და გააფუჭებს თქვენსა და თქვენი ქვედა სართულის მეზობლების ინტერიერს. სწორად ამიტომ კონდიციონერის მონტაჟი უნდა ანდოთ მხოლოდ და მოხოლოდ კვალაფიციურ სპეციალისტებს.

უნდა გახსოვდეთ კიდევ ერთი თავისებურება. გაფუჭებული ტელევიზორი შეგიძლიათ მიიტანოთ სერვის-ცენტრში, ხოლო კონდიციონერზე გარანტიას გასცემს მემონტაჟე ფირმა. ამიტომ მოწყობილობის, მონტაჟისა და გარანტიის შეძენა უფრო უსაფრთხოა იმ კომპანიებში, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი რეპუტაცია. საერთოდ, ტექნიკისა და მონტაჟის ანომალურად დაბალი ფასი, მითუმეტეს, თუ გთავაზობენ უფასო მონტაჟს, უნდა გახდეს ეჭვის საფუძველი, რადგან გარანტია ამ ფასში ნამდვილად არ შედის. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს არის ერთდღიანი ფირმის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ გაქრება სეზონის დასრულების შემდეგ.

ტექნიკის სწრაფად გაფუჭების მესამე მიზეზია - სასერვისო მომსახურებაზე დაზოგვა. კონდიციონერი, ავტომობილის მსგავსად, რეგულარულად ასაჭიროებს ტექნიკურ დათვალიერებას სერთიფიცირებულ ფირმებში, რადგან ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფილტრების დროულად გაწმენდვას, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ. სასერვისო სამუშაოთა კომპლექსი მოიცავს გამაციებელი კონტურის ჰერმეტულობის აუცილებელ შემოწმებას, სისტემის ელექტრო ელემენტების შემოწმებას. საჭიროებისამებრ, შესრულდება შიდა ბლოკის თბოგამცველის ქიმიური გაწმენდვა და სისტემის დამატებითი ფრეონით  დატენვა. და ბოლოს, ყველაზე აქტუალური პროცედურაა - გარე ბლოკის თბოგამცველის გაწმენდვა. მისი გაბიდნვა სერიოზულ დაბრკოლებას  უქმნის თბოცვლას, რის გამო ფრეონის წრედში იზრდება წნევა და როგორც შედეგი გადახურებული კომპრესორი გამოდის მწყობრიდან.

ასე რომ, თუ გსურთ, რომ კონდიციონერმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს მისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში, მოწყობილობის შერჩევა, დაყენება და სასერვისო მომსახურება უნდა ანდოთ პროფესიონალ ფირმას, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს.