ადამიანის ჯამრთელობა და შრომისუნარიანობა ბევრად დამოკიდებულია საცხოვრებელ და სამუშაო სათავსოში არსებულ მიკროკლიმატზე (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.), სადაც იგი ატარებს თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილსს. ადამიანი დღეში საშუალოდ მოიხმარს 15 კგ ჰაერს. რამდენად სუფთაა ეს ჰაერი, დახუთულია, თბილია თუ გრილია, დამოკიდებულია იმ ინჟინრულ სისტემებზე, რომლებიც სპეციალურად შექმნილია სათავსოებში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად. ასეთ სისტემებს მიეკუთვნებიან სავენტილაციო, გათბობის და კონდიცირების სისტემები. გათბობა-ვენტილაციის კომბინირებული სისტემები სათავსოში ქმნიან საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მიკროკლიმატს. ჰაერის კონდიცირების სისტემა წარმოადგენს სისტემას უფრო ფართო შესაძლებლობებით. ჰაერის კონდიცირების სისტემის პრინციპული უპირატესობა არის ის, რომ მას გათბობის და ვენტილაციის გარდა აქვს საშუალება სათავსოში შექმნას კომფორტული მიკროკლიმატი (ტემპერატურის კომფორტული დონე). ამ სისტემას შეუძლია ჰაერის გათბობა, გაციება, გაფილტვრა, გაშრობა, განოტივება მეტეოროგიული პირობების ცვლილების მიუხედავად. არააქვს მნიშვნელობა გარეთ +40 გრადუსია თუ -10 თქვენს სათავსოში ყოველთვის იქნება კომფორტული კლიმატი.