კონდიციონერი — ეს არის მოწყობილობა რომელიც ახდენს კლიმატური პირობების ოპტიმიზაციას ბინებში, სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში, და ა.შ. მისი დანიშნულებაა შენობაში ჰაერის გაგრილება ზაფხულის პერიოდში, ან  —გათბობა ცივი ამინდების დროს.

 

კონდიციონერები თავისი ფუნქციონალური პარამეტრებით იყოფა: სამრეწველო და საყოფაცხოვრებო კონდიციონერებათ, და კონსტრუქტული შესრულებით: მონობლოკებზე, სპლიტ-სისტემებზე, და VRV სისტემებზე. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების სიმძლავრე შეზღუდულია 7კვ სიმზლავრით და გამოიყენება საცხოვრებელ და საოფისე ფართებზე, რომლის ფართობი არ აღემატება 100 კვ. მ.
იმ შემთხვევაში თუ არის საჭირო უფრო მძლავრი დანადგარი, იყენებენ ე.წ. სამრეწველო კონდიციონერებს. აგრეთვე ამ კლასის კონდიციონერებს იყენებენ შენობების ცენტრალიზებულ გათბობა-გაგრილების სისტემებში. კონდიციონერი-მონობლოკი შედგება ერთი ფუნქციონალური ბლოკისგან, და შეიძლება იყოს სციონარული, ან მობილური. სპლიტ-სისტემები ყოველთვის შედგება ორი ან მეტი ბლოკისგან ფიქსირებული ადგილმდებარეობით; ერთი  ელემენტი თავსდება შენობის გარე კედელზე, სახურავზე, ან აივანზე, მეორე - თვით გასაგრილებელ ოთახებში, ტიპის მიხედვით ისინი იყოფიან: კედლის, არხული ტიპის, კასეტური ტიპის, ჭერქვეშა კონდიციონერებად და ა.შ.