VRV და VRF სისტემის აღწერილობა და ძირითადი მახასიათებლები
ყველა თავის ღირსებების გათვალისწინებით, ტრადიციულ სპლიტ და მულტისპლიტ სისტემებს გააჩნიათ ნაკლთა რიგი, რომლებიც საგრძნობლად ავიწროებენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს. პირველ რიგში ეს არის შიდა და გარე ბლოკებს შორის შეზღუდული მანძილი მაკს(20 მეტრამდე), თან ამ შემთხვევაში სისტემის სიმძლავრე კლებულობს დაახლოებით 30% -ით. მეორე ნაკლი არის შიდა ბლოკების შეზღუდული რაოდენობა რომელიც უერთდება ერთ გარე ბლოკს (როგორც წესი 2-4 ცალამდე) მულტისპლიტის შემთხვევაში. ყველა ამ ნაკლის გათვალისწინებით ელიტური ბინის ან კოტეჯის კონდიცირების შემთხვევაში გვიწევს რამოდენიმე გარე ბლოკის ფაზადზე გამოტანა რაც ხშირად „ამახინჯებს“ არქიტეკტურას.
ამ დრომდე ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი იყო ერთი არხული კონდიციონერის დაყენება და ჰაერსატარით გაგრილებული ჰაერის ოთახებში მიწოდება. მაგრამ ასეთ სისტემას გააჩნია რამოდენიმე ნაკლი: ჭერის სიმაღლე მცირდება 20-50 სანტიმეტრით (ჰაერსატარის და დანადგარის სიმაღლე), და მეორე - არ იყო შესაძლებელი ოთახებში ტემპერატურის ინდივიდუალურად რეგულირება, რადგანაც ერთი ბლოკი არ იძლევა საშუალებას ინდივიდუალურად ვცვალოთ ტემპერატურა ყოველ ოთახში. გამოსავალი მოიძებნა 1982 წელს, როდესაც კომპანია DAIKIN-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი VRV სისტემა.
VRV და VRF სისტემის ძირითადი მახასიათებლები და თვისებები
* როგორც მულტისპლიტ სისტემაში, ერთ გარე ბლოკს შეიძლება შეუერთდეს რამოდენიმე შიდა ბლოკი, მაგრამ VRV სისტემაში მათი რიცხვი რამოდენიმე ათეულს აღწევს.
* VRV-ს შიდა ბლოკები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის (კედლის, არხული, კასეტური და ა.შ.) და მათი სიმძლავრე მერყეობს 2-25 კილოვატამდე.
VRV სისტემას გააჩნია რამოდენიმე პრინციპული სხვაობა ადრე წარმოებულ კონდიციონერებთან შედარებით:
* ჩვეულებრივ მულტი-სპლიტ სისტემაში გარე და თითეულ შიდა ბლოკს შორის ინდივიდუალური ფრეონის ტრასის(მილსადენის) და ელექტროკაბელების გაყვანა ხდებოდა. VRV სისტემაში ყველა ბლოკი უერთდება ერთ საერთო საკომუნიკაციო ტრასას, რომელიც შედგება 2 მილიდან. ამდაგვარი ტექნიკური გადაწყვეტა ამარტივებს სამონტაჟო სამუშაოებს და აგრეთვე მომავალში გაფართოების (შიდა ბლოკების დამატების) საშუალებას იძლევა.
* მაქსიმალური სიგრძე შიდა და გარე ბლოკებს შორის (მილსადენის სიგრძე) შეადგენს 100 მეტრს. სიმაღლეთა სხვაობა შიდა და გარე ბლოკებს შორის - 50 მეტრი, საკომუნიკაციო ტრსის მაკსიმალური საერთო სიგრძე 2000 მეტრს აღწევს. ამგვარად შესაძლებელი გახდა კონდიციონერის გარე ბლოკის დაყენება ნებისმიერ ხელსაყრელ ადგილას - სახურავზე, თექნიკურ სართულზე და ა.შ.
* შიდა ბლოკების მართვა ხორციელდება როგორც იდნივიდუალური პულტიდან, აგრეთვე ცენტრალური მართვის პულტიდან ერიდან, რომელიც აკონტროლებს ყველა შიდა ბლოკის მუშაობის რეჟიმებს და სისტემის მდგომარეობას მთლიანობაში. გარდა ამისა VRV სისტემა შეიძლება იმართებოდეს კომპიუტერის მეშვეობით.
* ჩვეულებრივ კონდიციონერებთან შედარებით, VRV სისტემის შიდა ბლოკები ინარჩუნებს მოცემული ტემპერატურის დონეს +/- 0,5 C ცდომილებით.